logo
ENG



კომერსანტი: რუსეთში ღვინის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა

20 ივნ 202313:58
3 წუთის საკითხავი
clock 884
2023/06/20/1ppiwl684avkwzv.jpg

2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ღვინის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი წერს. საქართველომ ამ მონაცემებში იტალიას გადაუსწრო.

საბაჟო მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში 24,15 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა, იტალიიდან კი 23,36 მილიონი ლიტრი. ერთ წელში საქართველოდან ექსპორტი რუსეთშუ 63%-ით, იტალიიდან კი 31%-ით გაიზარდა.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდა ძირითადად დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების კერძო იმპორტით არის განპირობებული. ქსელები პირდაპირ კონტრაქტზე გადავიდნენ მწარმოებლებთან და მინიმალური ფასების შეთავაზება შეუძლიათ.


close დახურვა