logo
ENG



დღეს დილით მოსკოვთან ახლოს 3 დრონი ჩავარდა - მედია

21 ივნ 202309:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/sa5vcfasxkri629.jpg
Andrey Vorobyov

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის სიახლოვეს დღეს დილით 3 დრონი ჩავარდა.

გამოცემა Baza ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ ლუკინოსთან აფეთქდა, რომელიც მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 13 კმ-ში მდებარეობს. დანარჩენი ორი დრონი კი ნარო-ფომინსკის რეგიონში სამხედრო ბაზასთან ახლოს ჩავარდა.

მოგვიანებით დრონების ჩამოვარდნა დაადასტურა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმაც.

ვორობიოვმა სოციალურ ქსელში ნარო-ფომინსკიში, სოფელ კალინინეცში შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.

ვორობიოვის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დღეს, დაახლოებით დილის 5:30 და 5:50 საათზე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობებთან ახლოს სამხედრო დაპირისპირების შედეგად თვითმფრინავის ტიპის ორი მოწყობილობა ჩამოვარდა. ნაპოვნია ფრაგმენტები, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ჩართულია სპეცსამსახურები, მიმდინარეობს დათვალიერება, ტერიტორია შემოსაზღვრულია. მოსახლეობას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას“ - წერს მოსკოვის ოლქის გუბერნატორი.


close დახურვა