
კიდევ ერთი ტყუილი, ეკონომიკური ზრდა. რა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ ქვეყანაში, რომელშიც 10 წელია ხელისუფლებაში ხართ და 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი გყავთ, მათ შორის, 233 ათასი ბავშვი. თქვენ, როგორც ჩანს, რაღაც სხვა მეთოდოლოგიით ითვლით. საქართველოში საშუალო ფენა არ აღემატება 7%, 32% ღარიბია, 37% ზომიერად ღარიბი, 24% მოწყვლადი. მსოფლიო ბანკი ასე ითვლის, თქვენ როგორ ითვლით?