logo
ENG



რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას "თანაგრძნობით აკვირდებიან"

12 ივლ 202311:24
3 წუთის საკითხავი
clock 2498
2023/07/12/9ur5ogofu796l7x.jpg

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ "თანაგრძნობით აკვირდება" მიტროპოლიტ შიოს სავარაუდო მოწამვლას. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განუცხადა.

"ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც მედიაში იყო. რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში", - თქვა წარმომადგენელმა.

5 ივლისს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.

6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო. 


close დახურვა