ჩაქვში, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისის აუზში მცირეწლოვანი დაიხრჩო. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა. მომხდარი ფორმულას სასტუმროში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.