logo
ENG



სოჭიდან შემოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დატოვა

27 ივლ 202322:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/a5axbpamtkw9i9r.jpg
კადრი: ლაშა კომახიძე

სოჭიდან შემოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის ფონზე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში დილის 5 საათზე შემოვიდა.

"არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!" - ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.

ლაინერს სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც გადაჰყავს. ის აჭარაში მთელი დღით დარჩება.

ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობენ.

კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

 Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. 


close დახურვა