მთის ამბების ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ამბროლაურის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ელიზბარ კობახიძე გამოცემის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს.
"გადაგაგდებ წყალში", - უთხრა მან ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.
გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული პირები მთის ამბებს მთელი დღის განმავლობაში საყვედურობდნენ შოვის სტიქიის გაშუქებას და რამდენჯერმე დაძაბულობის პროვოცირებაც მოახდინეს:
"საღამოს, მთის ამბებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმაც უსაყვედურა ერთ-ერთი ფოტოს გამო, რის შემდეგაც, მის ირგვლივ მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჩვენს ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განსაკუთრებით ამბროლაურის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ კობახიძე, მეტსახელად "ბუთა" აქტიურობდა".