logo
ENG



უკრაინის საგარეო: ვდგავართ ქართველების გვერდით, ვადასტურებთ მხარდაჭერას სუვერენიტეტისადმი

07 აგვ 202311:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/07/bm2lmi7s3oibfp2.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას Twitter-ზე განცხადებით ეხმაურება. საგარეოს განცხადებით, უკრაინა ქართველი ხალხის გვერდითაა და ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. 

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.


close დახურვა