ხელისუფლება საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლის მოწინააღმდეგეებს ასამართლებს. სასამართლომ 20-მდე გადაწყვეტილება გამოაცხადა და აქციის მონაწილეებს სოლიდური ფინანსური ჯარიმა დააკისრა. ყველაზე დაბალი სანქცია 2 ათასი ლარია. ყველაზე მეტი დაუწერეს ლაზარე გრიგორიდისის მამას ბექა გრიგორიადისს - 3500 ლარი. მოსამართლე ძირითადად პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო.
ჯარიმა რუსული კრუიზის გაპროტესტების გამო
11 აგვ 202320:57
3 წუთის საკითხავი