logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: უროჟაინოე რუსული ძალებისაგან გავათავისუფლეთ

16 აგვ 202310:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/rac9qa3r7skkp6f.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე რუსი სამხედროებისაგან გაათავისუფლეს.

"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან გამაგრებულნი, შეტევა გრძელდება." - წერს მალიარი Telegram-ის საშუალებით.

ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში სასტიკი ბრძოლები გაიმართა უროჟაინოესა და სტომაიორსკეს გარშემო, რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 96 კილომეტრის დაშორებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალების მოქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა