logo
ENG



"არავინ დაშავებულა" - გზების დეპარტამენტი ონში მთის ჩამოშლაზე განცხადებას ავრცელებს

26 აგვ 202323:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/da3l74wp5l3lxj5.png

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, "ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული".

უწყებაში ამბობენ, რომ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა".

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა.

  • აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში
  • გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40-მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა