logo
ENG



კასპში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს

03 სექ 202312:29
3 წუთის საკითხავი
 

კასპში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ - 33 წლის კაცი მანქანით გაიტაცეს, სცემეს და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს.

როგორ დაშავებულის დედა ფორმულასთან საუბრისას ამბობს, მისი შვილი დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მაღაზიის მიმდებარედ იმყოფებოდა, როდესაც მასთან 50 წლამდე კაცი მივიდა და გასეირნება შესთავაზა.

როდესაც მან მანქანაში ჩაჯდომაზე უარი თქვა, ის ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კასპის შემოგარენში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც კიდევ ორი მანქანით უცხო პირები მივიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დედის თქმთ, კაცს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, სისხლჩაქცევები აღენიშნება სახისა და თავის არეში, დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა