logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 270 970 ჯარისკაცი დაკარგა

14 სექ 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/kqmndp6xok68hbt.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 270 970 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4599
  • ჯავშანტექნიკა - 8810
  • საარტილერიო სისტემა - 5944
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 769
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 517
  • თვითმფრინავი - 517
  • ვერტმფრენი - 315
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4697
  • ფრთოსანი რაკეტა - 1455
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8445
  • სპეცტექნიკა - 889

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

 

 
 
 
 

close დახურვა