logo
ENG



აშშ-მა რაჭა-ლეჩხუმის სამედიცინო კლინიკებს $30 000-მდე ღირებულების ტექნიკა გადასცა

14 სექ 202315:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/74n6oxep3dh1hr1.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.

საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს, პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს. 

"ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა, როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა