არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
დამატებითი დეტალები უცნობია.