logo
ENG



პროკურატურა: თურქეთს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი გადავეცით

19 სექ 202319:28
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: თურქეთს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი გადავეცით

პროკურატურის ინფორმაცით, საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

მათი ცნობით, ეს პირი სექსუალური ძალადობის მიზნით, 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თურქეთში კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ზიანი მიადგა დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

"ძებნილი პირი თურქეთში ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 16 მარტს, აღნიშნული პირის თურქეთში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო. მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

2023 წლის 13 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის თურქეთში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც, 15 სექტემბერს ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა", - აცხადებენ პროკურატურაში.


close დახურვა