logo
ENG



მელაძე: ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს

20 სექ 202321:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/2151r8ypolt2udt.jpg

ნოდარ მელაძის ცნობით, ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პროკურორის დაცვა თავს დაესხა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც.

"შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას", - აღნიშნავს მელაძე.

ცოტა ხნის წინ ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც სცემა, მას დაზიანება თავში აქვს მიყენებული. ჟურნალისტის თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფლის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.

როგორც ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული, ხოლო მათი წარმომადგენელი დაზარალებულ ჟურნალისტებს უკვე დაუკავშირდა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ საქართველოშია. ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას შაბათის ფორმულას ეთერში გააჟღერებენ.


close დახურვა