logo
ENG



ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემა

20 სექ 202321:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/v0v0y9hr9c9e5wz.jpg

აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტს სცემა. ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიკაშვილმა ისაუბრა. 

"ჩვენს ჟურნალისტსაც კი სცემა მისმა დაცვამ სწორედ ამ მიზეზით, რომ ის ეუბნებოდა, რომ ქუჩა და გზა ვერ იქნება კერძო ტერიტორია და არ შეეპუა მათ უარს. ოთარ ფარცხალაძის სახლთა სანამ მივიდოდნენ, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ საბოლოოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების გახდა საჭირო, იმიტომ, რომ დაზიანება აქვს მარიამს თავზე", - თქვა დავით ქაშიკაშვილმა. 

ჟურნალისტის თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. 

"ვმუშაობდით რეპორტაჟზე, რომელიც შაბათის ფორმულას ეთერში უნდა გავიდეს შაბათს და ვცდილობდით, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება", - ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.

 

როგორც ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული, ხოლო მათი წარმომადგენელი დაზარალებულ ჟურნალისტებს უკვე დაუკავშირდა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ საქართველოშია. ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას შაბათის ფორმულას ეთერში გააჟღერებენ.

 

close დახურვა