logo
ENG



მთაწმინდის, ვაკისა და დიდუბის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება - GWP

22 სექ 202309:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/yy96fzyyqlp73fl.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, .გორგასლის ქუჩაზე ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც 22 სექტემბერს 10:00 საათიდან 22 სექტემბრის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: წავკისში- დიდგორის, დავით გურამიშვილის, მიშა მესხის, ნიკო მუსხელიშვილის, მეფე ერეკლე II, მეფე თეიმურაზ I ქუჩებს, ვახტანგ გორგასლის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას შესახვევებით და გასავლებით, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ჩიხებით, დავით აღმაშენებლის ქ. N 42-78 (ლუწებს) N 31-63 (კენტებს); აღმაშენებლის მე-5, მე-6,მე-7 ჩიხებს.

GWP-ს ცნობით, ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედაც, რის გამოც 22 სექტემბერს 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აკაკი ბაქრაძის, გოგოლაურის, დავით ბაქრაძის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, იამანიძის, თევდორე მღვდელის N13-57 (კენტები) და N16-48 (ლუწები), სოხუმის,ზუგდიდის და რობაქიძის N 7 ქუჩებს, მარშალ გელოვანის N35,52, ერისთავის ქუჩა და მექანიზაციის ქუჩებს.

ამავე მიზეზით წყალმომარაგება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. კერძოდ, 22 სექტემბერს 23:00 საათიდან 23 სექტემბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ი.მოსაშვილის N1, 3, 5, 11 და N 2- 40(ლუწებს), ჭავჭავაძის გამზ. N54, 56 ,62,64, 74 ა და 74/11, ელიავას (ყოფილი დარიალის), მუხაძის, მიშველაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ფალიაშვილის N 43-87(კენტებს), 60-118 (ლუწებს), ი. აბაშიძის N 43-89(კენტებს),40- 86 (ლუწებს).


close დახურვა