logo
ENG



გერმანიაში, ქართველ წყვილს თავს დაესხნენ და სექსუალურად იძალადეს - ბრალდებულები დააკავეს

25 სექ 202320:30
3 წუთის საკითხავი
clock 24224
2023/09/25/rrkyqg5lfjmwsnd.jpg

გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა.

როგორც მედია წერს, წყვილი პარკში 2 შვილთან ერთად (4 და 7 წლის) იმყოფებოდა.

თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოლი კი მისი და შვილების თანდასწრებით გააუპატიურეს.

პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა - მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო. თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც.

სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა. 


close დახურვა