logo
ENG



ბახტრიონის ქუჩის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა

27 სექ 202301:02
3 წუთის საკითხავი
 

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, რის გამოც, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.

მერიის ცნობით, გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება.


close დახურვა