logo
ENG



სასამართლომ იგორ ნარმანია 2000 ლარით დააჯარიმა

28 სექ 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/yy1hquqz493b5e7.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იგორ ნარმანია საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 11 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც ახალგაზრდები ღარიბაშვილის ჩარტერსა და სტუდენტების შეჩერებულ სტატუს აპროტესტებდნენ.

ნარმანია მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს რომ ე.წ. კლანმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება. ადვოკატის თქმით, იგორ ნარმანიას კანონი არ დაურღვევია და მისი ქმედება სრულად ჯდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

"პარადოქსია, რომ სტუდენტს სასამართლომ გამომიტანა სანქციად 2000 ლარი. თუ ჰგონიათ, რომ ამით შეგვაჩერებენ, პირიქით, აძლიერებენ ამ ყველაფრით ჩვენს ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩემს თავს მართლად მივიჩნევ", - ამბობს იგორ ნარმანია.


close დახურვა