logo
ENG



განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგზე: აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

30 სექ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/yrae5ejfscixakc.jpg

განათლების სამინისტროს ცნობით, აუდიტმა იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. უწყების განცხადებით, აუდიტი სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები როგორც ბავშვებთან, უკვე მშობლებთან მუშაობენ.

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია. როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა - არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.

უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო

 


close დახურვა