logo
ENG



კადიროვის 24 წლის შვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

03 ოქტ 202308:54
3 წუთის საკითხავი
clock 874
2023/10/03/bh3mi2nptmnljqm.jpg

რამზან კადიროვის 24 წლის შვილი, აიშატ კადიროვა სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა.

"მხარი დავუჭირე მუსლიმ ხუჩიევის [ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის] წინადადებას. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა გამოცდილება", - დაწერა რამზან კადროვმა.

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, რომელსაც აიშატ კადიროვა იკავებს, დაინიშნება ვიცე-პრემიერი მუსუ დადაევი, რომელიც კულტურის, ტურიზმის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებს კურირებს.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. მანამდე მან ერთი წელი მინისტრის პირველ მოადგილედ იმუშავა. სახელმწიფო სამსახურამდე კადიროვა სამი წელი ისლამური მოდის სახლს Firdaws-ს მართავდა. ამ ხნის განმავლობაში მან მიიღო მედალი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის", მედალი "ადამიანის უფლებებისთვის დაცვისთვის", კულტურის გამორჩეული მუშაკის წოდება, ამასთან კადიროვის ორდენი - რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო.

რამზან კადიროვის ათობით ნათესავი ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სამთავრობო თანამდებობებს იკავებს.

აიშატ კადიროვას ქმარი, აიშატ ვისხან მაწუევი, რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიმდინარე წლის ივლისში გახდა. თებერვალში კადიროვის ძმისშვილი ხამზატი კიდევ ერთ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.


close დახურვა