logo
ENG



სებ: რუსეთიდან გზავნილები აგვისტოში წლიურად 46%-ით შემცირდა, აშშ-დან გადმორიცხვები იზრდება

04 ოქტ 202321:08
3 წუთის საკითხავი
clock 967
2023/10/04/1np10u7wdgy94nz.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ოქტომბრის მიმოხილვას აქვეყნებს. სებ-ის თანახმად, აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14.1%-ით დაიკლო და 287$ მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, მათი ცნობით, კლებაა ამ მიმართულებითაც. ამბობენ, რომ გადარიცხული თანხების მოცულობა 1%-ით, 29.2$ მილიომდე შემცირდა. 

გარდა ამისა, სებ-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან ფულადი გადარიცხვებმა აგვისტოში წლიურად 46%-ით იკლო. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული სახსრები მნიშვნელოვნად (54.9%-ით) გაიზარდა, ხოლო ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხები 63.9% და 20.2%-ით შემცირდა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მცირედით დაიკლო თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა, ხოლო უკრაინიდან გადმორიცხვები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. რაც შეეხება აშშ-ს, სებ-ში ამბობენ, რომ გადმორიცხული ფულადი სახსრები "მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს" და ის 37.6%-ით გაიზარდა. 

 

 

close დახურვა