logo
ENG



ისრაელმა ღაზას სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

07 ოქტ 202321:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/baq51j2sueothpd.jpg

ისრაელმა ღაზას სექტორს ელექტრომომარაგება შეუწყვიტა. ბრძანებულებას ამის შესახებ ხელი ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მოაწერა.

”ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო”, - განაცხადა კაცმა.

ღაზის ენერგო მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ისრაელზე და მის მიერ იმპორტირებულ საწვავზე.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს"


close დახურვა