logo
ENG



გურჯაანში მოზარდის მიერ კისტის თოფიდან გასროლით მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა

09 ოქტ 202316:00
3 წუთის საკითხავი
 
გურჯაანში მოზარდის მიერ კისტის თოფიდან გასროლით მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა

გურჯაანში კისტის თოფიდან გასროლით მცირეწლოვანი დაშავდა. მისი მდგომარება კრიტიკულია, ის თბილისში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები თოფით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით ჯანრთემლობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას. 


close დახურვა