სასამართლო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა გამოაგზავნა. რეკომენდაციები, რაც წლებია სასამართლო რეფორმას უკავშირდება, არ სრულდება. ტარდება ფასადური ცვლილებები, არ სრულდება მთავარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. ხელისუფლების გამოხმაურება კი ამ ფონზე ცინიკურია - "დაწერონ, რა არის მეტი ღიაობა, ალბათ, ჭერს თუ გადავხდით შენობას" - აცხადებს ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი.