logo
ENG



უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა 20 000 ლარით დაჯარიმდა

11 ოქტ 202319:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/cj9d8klyquhij85.jpg

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა.

მათი თქმით, კლინიკამ 4 პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. ხოლო ამ ნებართვის მისაღებად კლინიკას რეგულირების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამისად, კლინიკას არ გაჩნდა უფლება, ქირურგიული მომსახურება განეხორციელებინა - რის გამოც, უკანონო სამედიცინო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.


close დახურვა