logo
ENG



საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტ 202322:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/axd1wxbct0pnexw.png

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მას ბრალდება დღეს წარუდგინა.

სასამართლომ იმსჯელა მოკლულის ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც და ისიც პატიმრობაში დატოვა. გოგოს ბიძა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.


close დახურვა