logo
ENG



საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდა - GWP

12 ოქტ 202310:37
3 წუთის საკითხავი
clock 2918
2023/10/12/fhc2sve2flovpfa.png

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას და ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

GWP-ის ცნობით, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს, საირმის გორას.


close დახურვა