logo
ENG



ბურჭულაძე: დემოგრაფია არ გვაძლევს ფუფუნებას, ერთსქესიანი ქორწინებისადმი ლიბერალურები ვიყოთ

17 ოქტ 202317:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/v0vtho67u8eb1e5.png

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ჰომოფობიური და პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აძლევს საშუალებას "ლიბერალური დამოკიდებულება გვქონდეს ერთსქესიანი ქორწინების მიმართ".

"ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ვთქვი, ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს და სახელმწიფოს.

მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე, ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

ამაზე უფრო ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება", - განაცხადა მან.

ბურჭულაძემ აქვე დაამატა, რომ "ზოგადად", თავადაც ლიბერალია და ბევრი საკითხის მიმართ "ლიბერალური დამოკიდებულება" აქვს. მინისტრმა 2023 წლის მაისში თქვა, რომ "ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის" - პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, მან სწორედ ამ განცხადებაზე ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა დღის წესრიგში არ დგას და ის ლგბტ+ თემის წევრებს არ მოუთხოვიათ. როგორც წესი, მმართველი პარტია ჰომოფობიურ ნარატივს საკუთარი პროპაგანდის იარაღად იყენებს.


close დახურვა