logo
ENG



TASS: სუროვიკინის ნაცვლად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი აფზალოვი გახდა

21 ოქტ 202311:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/w8z5fhb1y4gyloh.jpg

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე ამ თანამდებობას გენერალი სერგეი სუროვიკინი იკავებდა. TASS აღნიშნულის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აფხაზალოვი დროებით მოვალეობის შემსრულებელი იყო მას შემდეგ, რაც სუროვიკინი თანამდებობიდან მოხსნეს.

TASS-ის ცნობით, აფზალოვი არის პუშკინის საჰაერო თავდაცვის რადიო ელექტრონიკის უმაღლესი სამხედრო სკოლის, საჰაერო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტისა და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. 2017 წლიდან მეთაურობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის არმიას.

სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე უკრაინაში რუსეთის ჯარებს მეთაურობდა. მის სახელს უკავშირდებოდა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმების კამპანია. იანვარში იგი გადაიყვანეს მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე, გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მეთაურობით. იანვარში იგი მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მეთაურობის ქვეშ.

სუროვიკინი ორ თვეზე მეტია პუბლიკაში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებმა 24 ივნისს აჯანყება სცადეს. The New York Times, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ამბოხის შესახებ. აჯანყების დაწყებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის დაქირავებულ მებრძოლებს მოუწოდებს დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ.

მედიასა და სხვადასხვა ტელეგრამარხზე იწერებოდა, რომ სუროვიკინს ფაქტობრივად ჩამოართვეს თავისუფლება, მაგრამ იმყოფებოდა არა საპატიმროში, არამედ სხვა ადგილას. 4 სექტემბერს ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სუროვიკინი ჩანდა.


close დახურვა