9 ამერიკელი სენატორი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს, სადაც აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და უკრაინაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.
წერილში, ისინი აცხადებენ, რომ აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები ვლადიმერ პუტინსა და მის შიდა წრეს.
"როგორც NATO-ს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები, ჩვენ გწერთ, რათა გადმოგცეთ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების და თავისუფლების ორპარტიული მხარდაჭერა, მიმდინარე კვირის NATO-რუსეთის საბჭოს მოლაპარაკებების ფარგლებში.
მიმდინარე კრიზისი, რომელიც ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმირ პუტინის მიერ, როცა უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა, გამოხატავს პუტინის უარყოფას რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ხელმომწერი სენატორები მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი, რათა პუტინისთვის ცხადი გახდეს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ მის ახლანდელ აგრესიას უკრაინის მიმართ, ისევე, როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მრავალმხრივი უარყოფითი შედეგი.
რუსეთის სიაში, რომლითაც ის დასავლეთის მთავრობებისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს, პუტინი ცალსახად ითხოვს, NATO-მ წევრობიდან გამორიცხოს უკრაინა და პირობა დადოს, რომ ალიანსი აღარ გაფართოვდება, ასევე, ითხოვს, აიკრძალოს NATO-ს სამხედრო აღჭურვილობის განლაგება იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წელს შეუერთდნენ. ეს და სხვა უსაფუძვლო მოთხოვნები მიუღებელია სენატორების ამ ჯგუფისთვის.
ეს არა უსაფრთხოების გარანტიები, არამედ რუსეთის მცდელობაა, კვლავ შექმნას გავლენები ევროპაში, სადაც კრემლი ძალადობს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი პუტინის საშიში პოლიტიკის მიმართ და ვთხოვოთ ადმინისტრაციას და მის პარტნიორებს, გააგრძელოს ერთმნიშვნელოვნი საყვედურები პუტინის სამხედრო მუქარების და პროვოკაციების მიმართ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების წინააღმდეგ.
აუცილებელია, რომ აშშ-მ მოახდინოს გადაწყვეტილების დემონსტრირება და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების მშვიდად მიღებაზე.
თუკი მხედველობაში მივიღებთ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე კვირის შეხვედრებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, გვსურს გამოვხატოთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შემდეგი პუნქტებით:
- რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებისა და ალიანსის ზრდის მიმართ. ამას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ;
- აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგულნი არიან იმ პრინციპისა, რომ "არ არსებობს დისკუსია, ან გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", რაც ასევე უნდა ვრცელდებოდეს საქართველოზეც.
- ნატოს კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურვილი აქვთ, შეასრულონ წევრობისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და რომელთა წევრობა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს;
- ნატომ მხედველობაში უნდა მიიღოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი სამხედრო განლაგება, მათ შორის ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში რუსული აგრესიის შესაკავებლად.
- საჭიროა, დამატებითი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებში ხელი შეეშალოთ;
- აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს, რამდენადაც, ისინი აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, განსაკუთრებით NATO-ში და ევროკავშირში, რათა უკან დავხიოთ პუტინის აგრესიული ტაქტიკა. ეს წარმოაჩენს აშშ-ს ერთგულებას, დაამყაროს წესრიგი ევროპაში. მსოფლიო, რომელშიც ავტორიტარისტებს სჯერათ, რომ შეუძლიათ გზა გაიკვალონ იძულებისა და დაშინების მეშვეობით, ემუქრება ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათ კეთილდღეობას შინ.
სენატორების ჯგუფი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრიანის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, შეეწინააღმდეგოს პუტინის რევანშისტულ დღის წესრიგსა და დააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა".
ხელმომწერი სენატორები:
- მარკო რუბიო;
- ჯინ შაჰინი;
- ტომ ტილისი;
- კრისტოფერ კუსნი;
- ჯონი ერნსტი;
- ჯეფრი მაკლი;
- მაიკლ რაუნდსი;
- კორი ბუკერი;
- ჯონ ბარასო.