ეკონომიკური წინსვლის სამთავრობო პროპაგანდა და რეალური ცხოვრება - უმუშევრობა, შიმშილი, სიღატაკე - რომლის ნახვა ქუჩის გარდა კრიტიკულ მედიაშია შესაძლებელი. ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა 9 წელია ელოდება ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასრულებას, რომ თითოეული მათგანის ოჯახში ეკონომიკური წინსვლა მივიდოდა და საკუთრ ჯიბეზე იგრძნობდა სიკეთეს. მოლოდინი როგორც სხვა შემთხვევაში არ გამართლდა - ახლა ახალი სატყუარა გადაუგდეს პენსიონერებს - პენსიის მატება - მატება მხოლოდ ციფრებში - ამ ინფლაციის პირობებში თქვენი ჯიბე მაინც ვერ დაეწევა ფასებს. პენსიონერების აბსოლუტური უმრავლესობა იმის რჩევაშია თუნდაც მომატებული პენსიით პროდუქტი იყიდოს, წამალი თუ ცივ ზამთარში ცოტა ხნით მაინც გამათბობელი ჩართოს. დროების კიდევ ერთი ექსპერიმენტი: რამდენი დღის სამყოფი აუცილებელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს რეპორტაჟის გმირმა 83 წლის პენსიონერმა ასმათ ბებომ.
9 წელი ტყუილში - დროება
12 დეკ 202120:12
3 წუთის საკითხავი