logo
ENG



AP-ის მოკვლევით, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმის დროს, სულ მცირე, 600 ადამიანი დაიღუპა

04 მაი 202219:36
3 წუთის საკითხავი
 
AP-ის მოკვლევით, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმის დროს, სულ მცირე, 600 ადამიანი დაიღუპა

გამოცემა Associated Press-მა გამოიკვლია და 23 მოწმეზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა. მათგან მინიმუმ ასი - აფეთქების დროს. 

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრის სარდაფებს, სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო მოწყობილი, დაახლოებით, 1- 1200 ადამიანი აფარებდა თავს. 

თეატრის წინ იყო წარწერა "ბავშვები", რაც თავდამსხმელებმა არ გაითვალისწინეს. 


close დახურვა