logo
ENG



AP: რუსეთი აზოვსტალში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებას იწყებს

07 ივნ 202210:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/2rg6scj3y8udks6.jpeg

Associated Press-ის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი მებრძოლის ცხედრის დაბრუნებას იწყებს.  

დაბომბილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოყვანილი სამხედროების ცხედრები უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაასვენეს, სადაც ნაშთების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც სამხედრო ლიდერები, ასევე აზოვის პოლკის სპიკერიც ავრცელებს. 

აზოვის პოლკი იმ უკრაინულ ქვედანაყოფებს შორის იყო, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ ფოლადის ქარხანას. რუსული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მებრძოლებმა "იარაღი დაყარეს", ხოლო მარიუპოლი და აზოვსტალი "თავისუფალია". 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ოკუპანტების ხელში ამ დრომდე აზოვსტალის 2 500-ზე მეტი მებრძოლი რჩება.

ზელენსკის თქმით, მათი გათავისუფლებით თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურია დაკავებული.

 

close დახურვა