ATP-ის წლის შემაჯამაბელ ტურნირზე, რომელიც 14-21 ნოემბერს ტურინში გაიმართება, ცნობილი გახდა, რომელ ჯგუფებში ითამაშებენ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელები.
ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პირველი ჯგუფისთვის "წითელი" დაერქვათ, ხოლო მეორესთვის - "მწვანე".
წითელი ჯგუფი:
ნოვაკ ჯოკოვიჩი ( სერბეთი )
სტეფანოს ციციპასი ( საბერძნეთი )
ანდრეი რუბლიოვი ( რუსეთი )
კასპერ რუდი ( ნორვეგია )
მწვანე ჯგუფი:
დანილ მედვედევი ( რუსეთი )
ალექსანდრ ზვერევი ( გერმანია )
მატეო ბერეტინი ( იტალია )
ჰუბერტ ჰურკაჩი ( პოლონეთი )
სპორტსმენები უკვე ტურნიში იმყოფებიან და ტურნირისთვის ემზადებიან. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსფლიო რეინტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი ერთად ვარჯიშობენ.
ვიდეო :
საინტერესო ფაქტები :
- ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 1970 წლიდან იმართება.
- ტურნირის პირველი გამარჯვებული სტენ სმიტი გახდა. (1970 )
- შემაჯამებელი ტურნირი ყველაზე მეტჯერ 6-ჯერ როჯერ ფედერერს აქვს მოგებული, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი გათამაშების 5-გზის ჩემპიონია.
- ტურნირის საპრიზო ფონდი 7,250,000 ამერიკული დოლარია.
- ATP-ის ფინალი არაოფიციალურად მეხუთე ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირად მიიჩნევა, დიდი სლემის ოთხი ტურნირის შემდეგ.
- მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, გრუნტის მეფედ წოდებულ ესპანელ რაფაელ ნადალს წლის შემაჯამებელი ტურნირი არასდროს მოუგია.