logo
ENG



American idol: ნუცა ბუზალაძე - დროება

26 თებ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ტელეკომპანია ეი-ბი-სიმ გამოაქვეყნა მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის მიმდინარე სეზონის პირველი თრეილერი, სადაც მონაწილეები თავიანთ წარმომავლობას ასახელებენ. ნუცა ბუზალაძე ამბობს: “Georgia”…რაზეც ჟიურის წევრი, ქანთრის მომღერალი, ლიუკ ბრაიანი ნუცას ეუბნება - მეცო, სადაც ჯორჯიის შტატი იგულისხმება. ნუცა კი აკონკრეტებს, რომ ის ქვეყანას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ ნუცას ნიჭის, მონდომებისა და თავდაჯერების ფონზე, ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგებთ შეერთებულ შტატებსა თუ დანარჩენ მსოფლიოში. დროება გთავაზობთ ინტერვიუს ნუცასთან და მის გულშემატკივრებთან.


close დახურვა