logo
ENG



Amnesty International: რუსული ძალები ხარკივს აკრძალული საბრძოლო მასალით ბომბავდნენ

13 ივნ 202208:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/13/ydw2h3uubxcunm9.jpg

ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქ ხარკივს აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალით და არაზუსტი რაკეტების გამოყენებით ბომბავდნენ.

Amnesty International-მა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს 9N210/9N235 კასეტური ბომბები, ასევე გაფანტული ნაღმები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალვას ექვემდებარება.

"ხარკივის მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში განურჩეველი თავდასხმების დაუნდობელ ქარს წააწყდა, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. ადამიანებს კლავენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას და საკვების, ასევე მედიკამენტების შესყიდვისას", - თქვა ორგანიზაციის კრიზისებზე რეაგირების უფროსმა მრჩეველმა, დონატელა როვერამ.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ საყოველთაოდ აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე.

"რუსეთის ძალება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უ ნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო დაზარალებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ სრული რეპარაცია" - ამბობენ ორგანიზაციაში. 

ხარკივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორმა Amnesty International-ს უთხრა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხარკივში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 248 კი დაშავდა.


close დახურვა