logo
ENG



BBC: აბრამოვიჩის სპიკერი ადასტურებს, რომ ბიზნესმენს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა

28 მარ 202221:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/28/itcf8bkjpykyywf.jpg

რომან აბრამოვიჩის სპიკერი ადასტურებს, რომ რუს ბიზნესმენს რამდენიმე კვირის წინ კიევში, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა. 

სპიკერი BBC-სთან ამბობს, რომ აბრამოვიჩი ახლა თავს კარგად გრძნობს და მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრძელებს.

აბრამოვიჩის წარმომადგენელს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შესწორება: მოგვიანებით BBC-მ განაცხადა, რომ გავრცელებული ნიუსი დაკორექტირდა და აბრამოვიჩის წარმომადგენელი არ ჩაუწერიათ. 

Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მასთან შეხვედრილ უკრაინის დელეგაციას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. გამოცემის ცნობით, რუსტემ უმეროვი ერთ-ერთია, რომელსაც მოწამვლის ნიშნები ჰქონდა.

მათი ინფორმაციით, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს, კიევში შედგა.

წყაროს თქმით, შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს და დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ერთნაირი სიმპტომები გაუჩნდათ, მათ შორის თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა. Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენი და უკრაინის დელეგაციის წევრები გამოკეთდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე წყარომ Wall Street Journal-ს უთხრა, რომ ინციდენტში, სავარაუდო, გარეული არიან კრემლის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას. 

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bellingcat. თუმცა Bellingcat-ი წერს, რომ სიმპტომები უკრაინის დელეგაციის არა 2, არამედ 3 წევრს ჰქონდა.


close დახურვა