რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში დანიშნულმა ე.წ მმართველის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ქალაქი ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ სტრემოუსოვის ბოლო ვიდეომიმართვები რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სასტუმრო "მარიოტშია" გადაღებული.
BBC ასევე წერს, რომ დაზუსტებით არ იციან, რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი, თუმცა დადასტურებულად აღნიშნავენ, რომ დროებით ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერის მოადგილე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქში იმყოფება.
გუშინ, 29 აგვისტოს CNN-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს.
წყაროს ცნობით, გათავისუფლებული სოფლებია: ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.