logo
ENG



Bellingcat-ის ჟურნალისტი: რუსეთში როსგვარდიის გენერალი დააკავეს

17 მარ 202221:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/02mdfrpl61l3d0s.png

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი კრისტო გროზევი აცხადებს, რომ რუსეთში როსგვარდიის ხელმძღვანელის მოადგილე რომან გავრილოვი დააკავეს. 

გროზევის თქმით, ინფორმაციას მას 3 სხვადასხვა, დამოუკიდებელი წყარო აწვდის. 

"როსგვარდიის [რუსეთის შიდა ჯარის დანაყოფი, რომელმაც უკრაინაში კრახი განიცადა] ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი რომან გავრილოვი ФСБ-მ დააკავა. გავრილოვი ადრე ФСО-ში, პუტინის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა", - წერს გროზევი.

გროზევი წერს, რომ გავრილოვის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ის ФСБ-ს კონტრდაზვერვამ "სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის" გამო დააკავა. 


close დახურვა