logo
ENG



Bellingcat-მა საქართველოს სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა

10 იან 202317:39
3 წუთის საკითხავი
 

ნიდერლანდური საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

ამის შესახებ Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტო გროზევმა ტელეკომპანია დოჟდის ეთერში ისაუბრა.

გროზევის თქმით, თუ საქართველოს უწყებებს გამოძიების "სერიოზულად ჩატარება" სურთ, მათ Bellingcat-თან თანამშრომლობით გამოძიება "უფრო გაუმარტივდებათ".

"მთავარი არის ის, რომ მოწამვლის ფაქტი ჰიპოთეზურად არის. მოტივიც სახეზეა, რადგან სააკაშვილი შედის იმ ადამიანების რიგში რომლებიც მტრები არიან FSB-ს და რუსეთის სხვა უწყებების. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავატაროთ გამოძიება. ამას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. მე მინდა მივმართო საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, რომ თუ ისინი მზად არიან, რომ ეს გამოძიება სერიოზულად ჩაატარონ, მაშინ უფრო გაუმარტივდებათ თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ" - განაცხადა ქრისტო გროზევმა.


close დახურვა