logo
ENG



Biletebi.ge: მაკარევიჩის კონცერტი 7 აპრილს ჩატარდება, გალკინის კონცერტის თარიღი მალე დაიდება

16 სექ 202201:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/7jmjarvdc3o3mid.jpg

კომპანია Biletebi.ge აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რუსი შემსრულებლის ანდრეი მაკარევიჩის ბენდის (Машина времени) კონცერტი 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კომპანია აცხადებს, რომ მაქსიმ გალკინის კონცერტის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მეგობრებო, "მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.

მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში“ - წერია განცხადებაში.

2 სექტემბერს კომპანია biletebi.ge-მ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რუს შემსრულებლებს საქართველოში კონცერტების გამართვაზე კერძო დარბაზების მფლობელებმა უარი მოულოდნელად უთხრეს. კომპანია ვარაუდობდა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

მათი ცნობით, ამ კონცერტებზე ათასობით ბილეთი გაიყიდა, უარის ფორმალური მიზეზი კი სარემონტო სამუშაოები იყო.

კომპანიამ კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართა და განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობდეს შემოსავალზე და სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: აკრძალეს არტისტები ანდრეი მაკარევიჩი, და მაქსიმ გალკინი, ვინც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს.

კულტურის სამინისტრომ უარყო ბრალდებები, რომლებიც სპორტის სასახლეში უკრაინის მხარდამჭერი რუსი არტისტების კონცერტების გაუქმებას ეხებოდა და განაცხადა, რომ ძველი სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა და კონცერტების ჩატარების საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება.

 

close დახურვა