ეროვნული ვალუტა სწრაფი ტემპით უფასურდება. 13 მარტის მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ. დოლარი 3.02 ლარად იყიდება. ვაჭრობის დასაწყისში კი პლატფორმაზე 1 აშშ. დოლარი 2.97 ლარი ღირდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკი (სებ) ოფიციალურ გაცვლით კურსს, ტრადიციულად დღეს, 17:00 საათზე გამოაქვეყნებს, მანამდე კი 12 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3145 ლარია.