logo
ENG



CDC: აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს პირბადის ტარებისა და დისტანციის საჭიროება აღარ აქვთ

14 მაი 202109:49
3 წუთის საკითხავი
 
AP Photo/Evan Vucci

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარების საჭიროება აღარ აქვთ, როგორც ღია სივრცეში, ასევე, დახურული სივრცის უმეტეს ადგილებში. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ეს  ნორმალური ცხოვრების დაბრუნების დასაწყისია.

CDC-მ, ასევე განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს არც ფიზიკური დისტანციის დაცვა დასჭირდებათ. CDC-ის დირექტორის როშელ ვალენსკის თქმით, შეზღუდვების მოხსნის საფუძველი ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთად შემცირება გახდა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ნიღბის გარეშე გამოჩნდა და თქვა: "ვფიქრობ, ეს უდიდესი ეტაპია, უდიდესი დღეა".

CDC-ის მონაცემებით, 154 მილიონი ადამიანი ერთჯერადად არის აცრილი, მათ შორის, 119 მილიონ ადამიანს, რომლებიც სრულად აიცრნენ, მიღებული აქვთ ჯონსონი & ჯონსონის ერთი დოზა ან ფაიზერისა და მოდერნას ორი დოზა.

ამ დროისთვის, აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის 58%-ზე მეტი ერთჯერადად არის აცრილი. პრეზიდენტმა ბაიდენმა 4 ივლისისთვის მისაღწევ მიზნად დასახა, რომ ამერიკელების 70% სულ მცირე ერთი დოზით მაინც უნდა იყოს აცრილი.


close დახურვა