logo
ENG



CNN-მა გაათავისუფლა 3 თანამშრომელი, რომელიც ოფისში აუცრელი მივიდა

06 აგვ 202117:29
3 წუთის საკითხავი
 
CNN-მა გაათავისუფლა 3 თანამშრომელი, რომელიც ოფისში აუცრელი მივიდა

CNN-მა გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომელიც ოფისში არავაქცინირებული მივიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ თანამშრომლებმა დაარღვიეს კომპანიის მოთხოვნა ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით.

CNN-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ზუკერის თქმით, ვაქცინა სავალდებულოა მათთვის ვინც ადგილზე მუშაობს, სხვა თანამშრომლებთან ერთად საქმიანობს ან ოფისში მიდის.

"მომეცით უფლება განვმარტო - ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეუწყნარებლობის პოლიტიკას ვიჩენთ", - აღნიშნა მან.

აშშ-ში დიდი კომპანიების ნაწილმა, მათ შორის Facebook-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოფისების სრულად გახსნისას თანამშრომლებისგან ვაქცინის გაკეთებას მოითხოვენ. 

ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2 მილიონამდე ფედერალურ თანამშრომელს აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა დაავალდებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუდმივად ტესტირება უნდა გაიარონ და ნიღბები ატარონ.


close დახურვა