logo
ENG



CNN: აშშ-მა უკრაინას დაპირებული იარაღის უმეტესი ნაწილი გადასცა

09 მაი 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/09/wqvjflz1zrvjh3v.jpg

აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა დაპირებული 90 ჰაუბიციდან უკრაინას 85-ზე მეტი უკვე გადასცა, ასევე 184 000 საბრძოლო მასალიდან 110 000-ზე მეტი მიაწოდა.

CNN-თან საუბრისას ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ 310-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ დაასრულა ჰაუბიცების შესწავლა და მიმდინარეობს კიდევ 50-ზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა.

მისი თქმით, სულ მცირე 20-მა უკრაინელმა დაასრულდა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის Phoenix Ghost-ის გამოყენებაზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტზე, კიდევ 45-ზე მეტმა ისწავლა ჯავშანტრანსპორტიორის მართვა, 15-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა კი, დაასრულა წვრთნა Q64-ის მართვაზე.


close დახურვა