![2022/12/21/9pw5k195zh1yq00.jpg](/uploads_script3/articles/2022/12/21/9pw5k195zh1yq00.jpg)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 21 ნოემბერს თეთრ სახლში პირისპირ შეხვედრას გეგმავენ. ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში იქნება მოულოდნელი, რომელიც დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
ვიზიტი, რომლის შესახებაც ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
თეთრ სახელში აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტზე ან ჯო ბაიდენის მიერ განცხადების გაკეთებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.